fbpx

იცის, რომ გახარია აღარ იქნება მალე პრემიერი და გაასწრო – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ნათია მეზვრიშვილის თანამდებობიდან წასვლას და მის განმარტებას გამოეხმაურა:

„რას გვიყვება ნათია მეზვრიშვილი, რომ „ოცნების ხელისუფლება“ თავის ჩინოვნიკებს და მინისტრებს შიგნიდან არ უსმენს და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა და დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულებაზე გარედან ზრუნვა?

შს მინისტრის მოადგილე იყო ქალბატონი მეზვრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და თქვას მაშინ, ვინ შეუშალა ან რეფორმების გატარება, ან კანონის უზენაესობაზე ზრუნვა?!

ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონმა მეზრიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ თავად გახარია აღარ იქნება მალე პრემიერი, მან კი, თავის ადგილი ვეღარ დაინახა და გაასწრო

გაუზიარე!

Shares