fbpx

იქმნებოდა რაღაც შეთქმულების თეორიის მსგავსი შთაბეჭდილება, თითქოს ევროპელები ჩვენს ოპოზიციასთან ტანდემში ხელისუფლების ზურგს უკან, მას ექვსთვიან, წინასწარ მოფიქრებულ, “საკანდიდატო” ფიასკოში აგდებდნენ

სპეციალურად ვაცადე გუშინდელი დღე. ანტიქართული სატელევეზიო სპექტრიდან ჩვენ მაინც ვერაფერი შევიტყვეთ ვერც ქუთაისში ჩატარებული უნიკალური, რეგიონალური მნიშვნელობის პროექტის პრეზენტაციაზე – რომლის განხორციელება ბევრს აარიდებს საზღვარგარეთ ონკოლოგიის დასაძლევად ჯერ ბიძინა ივანიშვილის მიმართონ ფინანსური დახმარებისთვის, რათა შემდგომ გადარჩენილებმა “მადლიერების” ნიშნად ერთი გემრიელად აგინონ იგი. თუმცა, რადგან ეს პროექტიც მის სახელთან არის დაკავშირებული, გინებას მაინც არ მოაკლებენ, რისი პირდაპირი დადასტურებაც – გუშინდელი მათი ტელედუმილი იყო.

ტელედუმილი იყო წყალტუბოს პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებითაც, კითხვაზე: “მიშას შემდეგ ამ ქვეყანაში რამე გაკეთდა”-ზე პასუხგაუცემლობის ნიშნად. ხელისუფლების პოლიტიკურ ინიციატივებზეც ვიხილეთ, დუმილი თუ არა, ვაი იმ პირის გაღებას: არანაირ 12-პუნქტიანი დათქმების შესრულებაში მონაწილეობას არ მივიღებთო. ამ პოზიციის გამყარებაში: “მაინც არ მიგვანიჭებენო კანდიდატობას, და აპრიორი წარუმატებელ პროცესში, ოცნებასთან ერთად რატომ უნდა ჩავებათ” – ჯერ თითქოს წამოცდენა ამოვიკითხე, რომელიც ძალზე უხერხულ მდგომარეობაში ევროსაბჭოსაც კი აყენებდა. იქმნებოდა რაღაც შეთქმულების თეორიის მსგავსი შთაბეჭდილება, თითქოს ევროპელები ჩვენს ოპოზიციასთან ტანდემში ხელისუფლების ზურგს უკან, მას ექვსთვიან, წინასწარ მოფიქრებულ, “საკანდიდატო” ფიასკოში აგდებდნენ.

როგორც ჩანს, ეს ევროპაშიც ამოიკითხეს, ამიტომაც გაჩნდა დღის ბოლოს თუნდაც ვიოლა ფონ კრამონის მხრიდან – ხელისუფლების საქებარი და წამახალისებელი განცხადება. ხოლო “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს ვარიანტი საბოლოოდ გამორიცხა და ერთადერთი სწორი ვერსია გააჟღერა: ევროპა ჩვენგან მიიღებს იმას, რასაც ელოდება, ხოლო ოპოზიცია ეცდება ამ 6 თვეში გააკეთოს ყველაფერი საწინააღმდეგო და ამის ხელისშემშლელი. ხოლო ჩვენმა პარტნიორებმა, თუ კი მათ რეალურად გააჩნიათ ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობა – ღიად უნდა დააფიქსირონ ოპოზიციის მხრიდან EU-ს მიმართულებით მიმავალი საქართველისთვის, თითოეული მავნებლური ნაბიჯი თუ მოქმედება.წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება