გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო; საუბარი შეეხო საჯარო სერვისების, ციფრული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარებას.
იუსტიციის მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მომავალში კიდევ მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა და ელჩი გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მოიწვია. ფორუმს თბილისი 2026 წლის ივნისში უმასპინძლებს.
ოლივიე კურტო საქართველოში საფრანგეთის ელჩის თანამდებობას 2025 წლის სექტემბრიდან იკავებს