fbpx

იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისკანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ცეტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამ ეტაპიანია. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება