2025 წლის 28 მაისს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო იტალიის მხრიდან – მინისტრის პირველი მოადგილე ედმონდო ჩირიელი.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად.
მინისტრის მოადგილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მინისტრის მოადგილემ ედმონდო ჩირიელიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
გიორგი ზურაბაშვილმა იტალიელ კოლეგასთან საქართველოში მიმდინარე ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დღის წესრიგს და გლობალურ გამოწვევებს.
ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის, ევროკავშირის პოლიტიკისა და საფინანსო კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ასევე იტალიის პარლამენტში საქართველოსა და იტალიის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივები