fbpx

ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, სიაში მოხვედრისა და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი მეგობარო!


დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა. ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

„ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი.

ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ უკაცრავად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა“, – წერს დეკანოიძე.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება