fbpx

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრებს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა აუკრძალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ნეთანიაჰუმ დაავალა ყველა მინისტრს, თავი აარიდონ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს”.

ბენიამინ ნეთანიაჰუ შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მთავრობის ჩამოყალიბებიდან სამი თვის შემდეგაც, თეთრ სახლს ის ვაშინგტონში ჯერ არ მიუწვევია.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა ებრალებსა და პალესტინელებს შორის ესკალაციის შემცირებას და სიმშვიდის აღდგენას რამადანის თვემდე, ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით დასავლეთ სანაპიროზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება