fbpx

ისნის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ისნის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამჯერად, ვაზისუბნის დასახლება N7- N12-ის მიმდებარედ, რკინა-ბეტონის კიბეები და ლედ განათება ეწყობა. ასევე, ვაზისუბნის დასახლება N12-ის მიმდებარედ, დაიშალა უსახური კონსტრუქციები, გაფართოვდა სავალი ნაწილი და ორივე მხარეს საფეხმავლო ბილიკი მოეწყო. მიმდინარე სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად დავათვალიერე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება