fbpx

ისმის კითხვა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მიკერძოებულად და ვინმეს ზეწოლით რომ განეხილა გვარამიას საქმე, შეხვდებოდა თუ არა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი

ჩავრთოთ ლოგიკა.
როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ როცა ნიკა გვარამიას საქმე დაეწერა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, ადამიანს, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს გახმაურებული საქმეების განხილვაში, რომლის განხილვებსაც დესტრუქციული ადამიანების მიერ ბულინგი და თავდასხმა მოჰყვებოდა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე, ვერ გააცნობიერებდა, რომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვის თანმდევი იქნებოდა იგივე თავდასხმა და ბულინგი დაინტერესებული ადამიანების მიერ?
წარმომიდგენია მოსამართლემ მთელი თავისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი როგორ ჩართო ამ საქმეში, ჰქონდა რა წარსულის გამოცდილება. ზუსტად ამიტომ შეხვდა კონფედენციალურად ამერიკის საელჩოს თანამშრომელი და პასუხი მოთხოვა გვარამიას საქმეზე. აქ მთავარი ეს კი არ იყო, განაჩენი დამდგარი იყო და შესწორებას აღარ ექვემდებარებოდა, ამერიკელმა დიპლომატმა მოქმედ მოსამართლეს არაოფიციალური სანქცია გაუჟღერა, ის რომ (ლაშა ჩხიკვაძე) ვერ წავიდოდა იმ მოსამართლეთა ტრეინინგზე, რომელიც გაწერილი იყო დიდი ხნის წინ.
ისმის კითხვა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მიკერძოებულად და ვინმეს ზეწოლით რომ განეხილა გვარამიას საქმე, შეხვდებოდა თუ არა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი კონფედენციალურად და მოსთხოვდა თუ არა მას ამ შეხვედრის დამალვას, (მიუხედავად, რომ ერთ საათში ყველა ოპოზიციური ტელევიზია საქმის კურსში იყო, ლაშა ჩხიკვაძის ამერიკული ტრეინინგიდან ჩახსნის შესახებ)
რა თქმა უნდა არა, მოხდებოდა ოფიციალურად და სამართლიანად ამ საქმის დაშლა.
აქედან ვხვდებით, რომ საქმე გამართულია და განაჩენიც სამართლიანად დამდგარი.
ეს არის მაგალითი იმისა თუ კულუარულად როგორ იმართებოდა სასამართლო სისტემა სააკაშვილის დროს და ახლა ასე რომ აღარ ხდება, ამიტომ არყევენ ჩვენს ქვეყანას შიდა და გარე მტრები, იქნებ როგორმე აღადგინონ ის ძველი საქართველო, რომელიც ბრმა მორჩილებაში ჰყავდათ “უფროს ძმებს.”
არა, ასე აღარ იქნება!
საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც კანონი უზენაესია და სასამართლო დამოუკიდებელი!-წერს ანალიტიკოსი ნინო ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება