fbpx

ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ მათი გათავისუფლება ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება-კახა ოქრიაშვილი დეპუტატი

ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ მათი გათავისუფლება საქმეს, ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება”

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა, კახა ოქრიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში პატიმრების გათავისუფლების თემაზე საუბრისას განაცხადა

„მე ვერ ჩავერევი პრეზიდენტის უფლებებში და ვერც რჩევებს მივცემ, შეიწყალოს ისინი, მაგრამ პროცესი ასეთია – პრეზიდენტი ხვდება ერთ მხარეს, მეორე მხარეს და ალაგებს სიტუაციას. ეს პრეზიდენტის კომპენტენციის საკითხია. ვფიქრობ, თუ ის პატიმრებს შეიწყალებს, ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის – 2020 წლის არჩევნების ჭრილში. ამ პატიმრებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია – ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ მათი გათავისუფლება საქმეს, ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ: კახა ოქრიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, მხარს არ დაუჭერს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება