fbpx

ისე ეს მოსამართლე მხოლოდ პოლიტ-ქულას დასჯერდა თუ რაიმე მატერიალური სარგებელიც ნახა ნეტავ?-ზურა ქადაგიძე

ექსპერტი ზურა ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს-რამდენიმე თვის წინ ვრცელი წერილი მქონდა ე.წ “ამბოხებულ მოსამართლეებზე” და სასამართლოში არსებულ ნაც-გავლენებზე… ჰო და ეს ბატონიც იმ ჯგუფის წევრია…

რაღა უნდა მომხდარიყო და აჰა საინტერესო გადაწყვეტილებაც მივიღეთ…

ჯერ იყო ტვ-პირველმა სიუჟეტები უძღვნა დაუსრულებელ სასამართლოს და უკანონოდ დაკავებული დაარქვა ადამიანს,რომელზეც უამრავი ეჭვი და ვერსია არსებობს,რომ ფიგურირებს არაერთ გარჩევასა და გლეხების რეკეტში.
ან ადგილზე მოეკითხათ ვინ არის, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ ადამიანზე და რეალურად ფიგურირებს თუ არა სხვა და სხვა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა “ჭუტავიზიას” და ჩვენ საამაყო “კრიტ-მედიას” რეალობა არ ადარდებს, მთავარია სკანდალი, “ფეიკი” და დაძაბულობა შექმნან საზოგადოებაში…

ეს საქმეც კლასიკური ამბავია, ჯერ სიუჟეტები აკეთეს და ბოლოს გვირგვინად აქციეს მოსამართლის გამამართლებელი განაჩენი…

ისე ეს მოსამართლე მხოლოდ პოლიტ-ქულას დასჯერდა თუ რაიმე მატერიალური სარგებელიც ნახა ნეტავ?

P.S
აბა სასამართლოს ხელისუფლება აკონტროლებსოო?! ესაა კონტროლი? თუ როცა გინდათ ხან ასე და ხან ისეა? თქვენი აღქმების პოლიტიკა არ მუშაობს გაიგეთ, არა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება