fbpx

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს-დავით საყვარელიძე

უკრაინის დაშინების კამპანია გრძელდება ყველა მხრიდან – ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და მთავარი მტრის, რუსეთის ერთობლივი ძალებით! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს, – ამის შესახებ საქართველოს გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე წერს.

ის ეხმაურება აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ და ამბობს, რომ უკრაინაზე თავდასხმა ასევე შეუძლია ნახევარმილიონიანი ჯარის მქონე თურქეთს, ჩინეთსაც და ინდონეზიასაც კი.

„უკრაინის დაშინების კამპანია გრძელდება ყველა მხრიდან – ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და მთავარი მტრის, რუსეთის ერთობლივი ძალებით! ასეთი ეპიკური შეცდომა და ამერიკანიზმის ყველა ღირებულების ჩანაცვლება დიდი ხანია არავის უნახავს. ბაიდენმა დაუშვა თავისუფალი სამყაროს ნებისმიერი ლიდერისთვის ფატალური შეცდომა და შეთქმულებაში შევიდა კრემლში მჯდომ პარანოიკთან. მან სიტყვა მისცა „მინსკი 2“-თან დაკავშირებით, რომ მიაწვება უკრაინას ამ შეთანხმების შესრულებისთვის ისე, როგორც ამას პუტინი ხედავს. ეს უკრაინას ბოსნიად გადააქცევს და წერტილს დაუსვამს მის დასავლურ/ტრანსატლანტიკურ მომავალს და დამოუკიდებლობას, რომელიც ბრძოლითა და სისხლით არის მოპოვებული. ახლა ბაიდენი ჩიხშია და ჯერჯერობით ვერ ვხვდები, როგორ გამოიყვანს „ბაბუს“ ამ პოლიტიკური სამარიდან მისი ადმინისტრაცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს“, – წერს საყვარელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება