fbpx

ირაკლი ხელაძე კიშინიოვისა და სვირის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა ლოტკინის დასახლებაში. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი კიშინიოვისა და სვირის ქუჩების მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენ აქ შარშან განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტი. აქ იყო ამორტიზებული სპორტული ინფრასტრუქტურა. შევქმენით ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე, შევინარჩუნეთ სპორტული კომპონენტი. მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, მოსახლეობის მხრიდან იყო წამოყენებული პრობლემები და ვეცდებით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, თანმიმდევრულად ყველა პრობლემა გადავჭრათ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ. 

ლოტკინის მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დავით ჭელიძე და მიხეილ ამაშუკელი ესწრებოდნენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება