fbpx

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს საკითხი არის აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში

საქართველოს საკითხი არის აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ მკაფიოდ არის გამოხატული მხარდაჭერა დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ევრო პერსპექტივის მიმართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაჟღერდა სამიტზე. ყველას კარგად აქვს წარმოდგენილი, რომ ეს სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ეს არის სტრატეგიული სამიტი, რომელზეც სტრატეგიული საკითხები არის განხილული. ჩვენთვის მისასალმებელია და მოლოდინიც მქონდა, რომ აღნიშნული მხარდაჭერა იქნებოდა გამოხატული საბოლოო დოკუმენტში. ის, რომ მკაფიოდ არის გამოხატული მხარდაჭერა დოკუმენტში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი ევროპული ევრო პერსპექტივის მიმართ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს საკითხი არის აქტუალური საერთაშორისო დღის წესრიგში. ჩვენ მკაფიოდ და ნათლად ვხედავთ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასევე ევროკავშირში საქართველო არის მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის მნიშვნელოვანი საკითხი და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მსოფლიოში ასეთი დიდი გამოწვევები არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადების თანახმად, ისინი სრულად აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება