fbpx

ირაკლი ჩიქოვანი: თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის

ჩინეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი იყო არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც, ჩინეთი სტრატეგიულად უყურებს ამ თანამშრომლობას, საქართველოს როლს და შემდგომში ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის.

„დასრულდა ძალიან შედეგიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენ გავცვალეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში თანამშრომლობის თვალსაზრისით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩინეთის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსთან და ამავდროულად ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს „შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი ამისთვის მზად არის.
მეორეს მხრივ, ძალიან დიდია დაინტერესება ჩინეთის კერძო, ბიზნეს წრეებში საქართველოში წარმოებულ პროდუქციასთან მიმართებაში. აქ არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ თვითონ კერძო სექტორმაც უნდა იაქტიუროს, რადგან ეს არის უზარმაზარი ბაზარი, რომელსაც სჭირდება ქართული პროდუქტის გაცნობა. შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის მხარე მზად არის არა მხოლოდ რაოდენობრივად გაზარდოს საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია, არამედ ასევე გააფართოოს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის იმპორტირებაც ხდება ჩინეთში საქართველოდან. ასევე ისინი ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკონომიკაში. მათთვისაც, რა თქმა უნდა, გასაკვირია და პოზიტიურად აღიქვამენ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფონზე, ორ სახელმწიფოს შორის იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას. აქვე დავამატებდი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, არამედ საუბარი გვქონდა ასევე ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც. ჩინეთი სტრატეგიულად ხედავს ამ თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოს როლს და შემდგომში ამ ყველაფერზე ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება