fbpx

ირაკლი ღარიბაშვილმა სუვერენიტეტის გაყიდვაზე განაცხადა უარი,ვიბრუნებთ ღირსებას ნელ ნელა-დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

ორი დღის წინ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რადას სამი მოწვევის დეპუტატმა ელენე ბონდარენკომ შეახსენა ქვეყნის პრეზიდენტ ზელენსკის – რა ბედი ელის სახელმწიფოს იმ მეთაურს, ვინც მისი სუვერენიტეტით ვაჭრობს. შეახსენა სააკაშვილის მაგალითზე – რამოდენიმე მძიმე მუხლით გასამართლებულ მაწანწალაზე, რომელსაც მისი შემქმნელი მამა/მარჩენალიც კი არ აძლევს პოლიტიკურ თავშესაფარს და იგი იძულებულია უკრაინის მსგავს ქვეყნებში იმალებოდეს (https://youtu.be/CzO2cO7EAtE – დაახლოებით 2:00-დან – 3:00 წუთამდე).სუვერენიტეტის გაყიდვაში უკრაინელი პოლიტიკოსი იმასაც გულისხმობდა, რომ უკრაინის “Верховная Рада”-მ ა.წ. 29 ივნისს მიიღო საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ ერთი კანონპროექტი. კერძოდ, მან აღადგინა “მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის” (მუსკ) მუშაობა განახლებული ფორმატით – დღეიდან “მუსკ”-ი შედგება 16 წევრისაგან, რომლებსაც აირჩევენ 4 წლით. ხოლო, გადაწყვეტილებების მიღებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება იმ წევრებს, რომლებიც შეირჩევიან უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვიდან. იმ ექსპერტებიდან, რომლებიც უკრაინას დახმარებას უწევენ კორუფციასთან ბრძოლასა და სასამართლო რეფორმის გატარებაში. შეგახსენებთ, რომ ამ სფეროებს უკრაინაში კურირებს ჯორჯ კენტი – რომელიც ამჟამად კიევში აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას ასრულებს.პირდაპირ არც ჩვენ გვეუბნებიან რამეს, მაგრამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ ბრიფინგზე ეს გაღიზიანება ადვილად იკითხებოდა – მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმების გაგრძელებაზე იქნებაო დამოკიდებული ჩვენი შემდგომი, მათ შორის, ფინანსური დახმარების პაკეტი ევროპიდან.სიტუაციაში ოდნავ უკეთ გარკვევის მიზნით, გუშინვე დახმარება გაგვიწია გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა – რომელმაც აღიარა, რომ ექს-პრემიერი გახარია, თურმე სწორედ სუვერენიტეტის დათმობის უკრაინულ ვარიანტს დათანხმდა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სულ რაღაც 75 მილიონ ევროდ – ანუ იმ ტრანშის სანაცვლოდ, რომლის მიღებაზეც გუშინ საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა. ანუ, სუვერენიტეტის გაყიდვაზე განაცხადა უარი.სწორედ ამან აღაშფოთა გუშინ როგორც ჩვენი სუვერენიტეტის მყიდველი მხარე (ევროკავშირი), ასევე ამ გარიგების ხელშემწყობი/შუამავლები – ნაცები და პარტია “საქართველოსთვის”. სწორედ ამ უკანასკნელთა მისამართით გამოიტანა თავისი შეფასება უკრაინელმა პოლიტიკოსმა და სწორედ ამ პარტიის ლიდერები წარმოადგენენ დღეს უფუნქციოდ დარჩენილ მაწანწალებს, გინდ ქვეყნის გარეთ, გინდ მის შიგნით.საქართველოსთან მიმართებაში ისეთმა მცნებებმა, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ღირსება, თავმოყვარეობა – სულ რაღაც ბოლო რამოდენიმე თვეში მოახდინეს “მკვდრეთით აღდგინება”. ჩვენ ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის აუცილებელი ატრიბუტები უკვე ლამის მივიწყებული გვქონდა. ღირსება და თავმოყვარეობა ნელ-ნელა გვიბრუნდება და ეს პროცესი გარდაუვალი იქნება მომავალშიც, თუ კი სუვერენიტეტით მოვაჭრე მავნებლებს არ დავუშვებთ ქვეყნის მართვის სადავეებთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება