fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი  რიში სუნაკს  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  რიში სუნაკს  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერში წერს, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს  შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ  მაქსიმუმზე ავიდა.

„ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა ბოლო წლებში.

ჩემ ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ  წარმატებებს და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება