fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა

მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა ის პირობა, რომელიც არის ჩვენი, ანუ მმართველი ძალის განსახორციელებელი, ამის პირობას ვაძლევ ჩვენს ხალხს, რომ რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა  პირველ პირობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნახევარი პასუხისმგებლობაა მთავრობის, ხოლო ნახევარი – ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა.
„რაც შეეხება პირველ პირობას და პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებშია, პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყო მშვიდობა და ჩვენს ხალხში, საზოგადოებაში იყოს მშვიდობა და მათ შორის, პოლიტიკურ მმართველ ძალებში არ იყოს ასეთი გაუთავებელი  ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა. აქ, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობა არის და ნახევარი, რა თქმა უნდა,  არის ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ მათ გარეშე ამ პირველ პირობას ვერ შევასრულებთ. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას და ახლაც, დღესაც ვადასტურებ ამ ტრიბუნიდან, თქვენს წინაშე, ხალხის წინაშე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა. პირველი პირობა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის სწორედ პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად არის ძალიან მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. შემთხვევითი არ არის ის, რომ პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში გავაკეთებთ, ყველაფერს შევასრულებთ, რაც ჩვენს მხარეს არის და ჩვენი გასაკეთებელია, დანარჩენი, რა თქმა უნდა, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება