fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი- მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება

მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება, წინასწარი მონაცემების მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან მხარდამჭერებისთვის მიმართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კახი კალაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს გამარჯვება მიულოცა.  
„ყველას გილოცავთ გამარჯვებას, ჩემო ძვირფასებო! მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მადლობა ჩვენს ხალხს ყველაფრისთვის. მადლობა უფალს. ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ახლა რა თქმა უნდა, მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას და მე მინდა კახა კალაძეს გამარჯვება მივულოცო. ასევე, ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს მინდა გამარჯვება მივულოცო. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება