fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: კარგად გვახსოვს 2012 წელს რა მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არასდროს დაბრუნდება იმ ტერორსა და უბედურებაში, რომელიც აგენტურის მიერ იყო ქვეყანაში დამყარებული

კარგად გვახსოვს 2012 წელს რა მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არასდროს დაბრუნდება იმ ტერორსა და უბედურებაში, რომელიც აგენტურის მიერ იყო ქვეყანაში დამყარებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი

„ხალხმა ნახა, რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა და ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად. ამიტომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები. ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩემი რეგიონებში სიარული. ასე მინდა ვთქვა, რომ პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად, ასევე ელექტრონულად ჩატარდება, აღარ იქნება მეორე ტურები, ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება