fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის” დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილ იუკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – „დამსახურებისთვის” დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ იფნომაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა.  ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება