fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი- ვულოცავ ანუკი რობაქიძეს და თენეოს მთელს გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან სტარტაპკონკურსში – ,PITCH-ში გამარჯვებას!

ვულოცავ ანუკი რობაქიძეს და თენეოს მთელს გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან სტარტაპკონკურსში – ,PITCH-ში გამარჯვებას!
მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ.

“ქართველი სტარტაპერების კიდევ ერთი დიდი წარმატება!

Theneo – ხელოვნურ იტელექტზე დაფუძნებული ვებპლათფორმა – ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპკონკურსის – ,PITCH-ის გამარჯვებულია.

კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის- Web Summit-ის ფარგლებში , ჩატარდა.

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ. ჩვენ კლავაც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.

ვულოცავ პირადად ანუკი რობაქიძეს და თენეოს მთელს გუნდს. მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება