საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.
„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას“, – წერს შარლ მიშელი X-ზე („ტვიტერი“).