fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი – გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს – იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს


ირაკლი ღარიბაშვილი – გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს – იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს
იმედი მაქვს, მექნება შესძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა.

ამასთან, ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო მოხელეებს, ასევე მის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გააგრძელოს მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში და ქვეყნის განვითარებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება