fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი-ალარ კარისს  სამაგალითო მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი ერთგულება დავუდასტურე

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  ალარ კარისთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ესტონეთის პრეზიდენტს მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი ერთგულება დაუდასტურა.

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  ალარ კარისთან. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ძლიერი და მკაფიოდ გამოთქმული მხარდაჭერისთვის საქართველო მუდამ იქნება ესტონეთის მადლობელი. ალარ კარისს კვლავ დავუდასტურე სამაგალითო მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იდეისადმი ერთგულება”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება