fbpx

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის მოთხოვნა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია-იაგო ხვიჩია

პარ­ტია “გირ­ჩის” წევ­რი, იაგო ხვი­ჩია არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას და ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მთავ­რო­ბის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც იაგო ხვი­ჩია გან­მარ­ტავს, ამ მო­თხოვ­ნე­ბის და­ყე­ნე­ბით, ხალ­ხის ხში­რად შეკ­რე­ბა და დაშ­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ნი­ჰი­ლიზმს იწ­ვევს, ახ­შობს იმ პრო­ტესტს, რაც სა­მარ­თლი­ა­ნად არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ლო­გი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი უნდა და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, თა­ვად აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი კი პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გე­ნენ.

” ჩემი აზ­რით, ორი­ვე მო­თხოვ­ნა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. პირ­ვე­ლი – ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, თუ შენ გჯე­რა, რომ ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი სულ სხვა ვინ­მეა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მხო­ლოდ სხვა ვინ­მეს წარ­მო­ად­გენს, წარ­მო­მად­გენ­ლის სახ­ლში წას­ვლას, რომ ითხოვ არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მო­თხოვ­ნას, ასე­ვე არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. არა­ვინ იცის, სა­ი­დან მო­დის ლე­გი­ტი­მა­ცია, ვინ არის ეს ხალ­ხი? ვინ არ­ჩევს? ვისი სა­ხე­ლით მოქ­მე­დებს ეს ხალ­ხი? რა­ტომ ვენ­დო­ბით ამ ხალ­ხს? ვინ ნიშ­ნავს ამ ხალ­ხს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე? “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ლა­მენ­ტი?ასევე დაგაინტერესებთ

რა მო­თხოვ­ნაა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, რო­გორ უნდა მოხ­დეს აღ­სრუ­ლე­ბა. ვფიქ­რობ, ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ერთ-ერთი პრობ­ლე­მაა. ამ მო­თხოვ­ნე­ბის და­ყე­ნე­ბით ხალ­ხის ხში­რად შეკ­რე­ბა და დაშ­ლა ეს ადა­მი­ა­ნე­ბის ნი­ჰი­ლიზმს იწ­ვევს, ფაქ­ტობ­რი­ვად ახ­შობს პრო­ტესტს, რაც სა­მარ­თლი­ა­ნად არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში. ეს ხალ­ხი, პა­რა­ლე­ლუ­რად სხვას აბ­რა­ლებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­ტე­ლი­ტო­ბას, თუ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას. ამა­ზე უფრო დიდი საქ­მე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” რა უნდა იყოს. ჩემი აზ­რით, ის მო­თხოვ­ნა უნდა და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, რაც ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და. რამ შე­იძ­ლე­ბა გან­მუხ­ტოს ეს კრი­ზი­სი, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა? ჩემი აზ­რით, არა­ფერ­მა გარ­და არ­ჩევ­ნე­ბი­სა. ამ არ­ჩევ­ნებს რომ აზრი ჰქონ­დეს, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ვა­ტა­როთ დღე­ვან­დე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მით. უნდა მი­ვი­ღოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რი­თაც ბა­რი­ე­რი ბუ­ნებ­რი­ვი გახ­დე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი. ამის შემ­დე­გენ უნდა ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი”, – აღ­ნიშ­ნავს ხვი­ჩია.

გარ­და ამი­სა, მან ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას უპა­სუ­ხა, რო­გორ შე­ა­ფა­სებს იმ ფაქტს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მი­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. რო­გორც ხვი­ჩია გან­მარ­ტავს : ” მორ­წმუ­ნეს ხა­ტით სი­ა­რულს ვერ და­უშ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ცია, თუ სხვა რამ, რაც ამას აკე­თებს შეც­დო­მას უშ­ვებს”.

შე­გახ­სე­ნებთ,რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას და ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მთავ­რო­ბის შექ­მნას ითხოვს, რის­თვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 1-კვი­რი­ან ვა­დას აძ­ლევს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება