fbpx

ირაკლი ღარიბაშვილის პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსინდისიერება და ერთგულება სამშობლოსა და ხალხის წინაშე-ვლადაიმერ ჩაჩიბაია

თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, “ქართული ოცნების“ დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედროების კვებით უზრუნველყოფაზე მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და როგორც აცხადებს, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით, ხოლო მათ კვებას უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები უზრუნველყოფენ.

“ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურება აღნიშნული სიუჟეტი. ყოვლად დაუშვებელია ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სამინისტროს ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსინდისიერება და ერთგულება სამშობლოსა და ხალხის წინაშე. მე როგორც თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური მჯერა და მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ“, – აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ცნობისთვის, მანამდე თავდაცვის უწყებამ განცხადება გაავრცელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უხარისხო საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა .

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მოცემული ტელევიზია დაკავებულია სიცრუის გავრცელებით და თავდაცვის ძალების საზოგადოებაში „დისკრედიტაციის უსუსური მცდელობით“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება