fbpx

ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით ცოტნე ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ-გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ცოტა ხნის უკან მომიწია წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსოება, რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა, ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემს ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც, არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებს. ჩემი ძმა მეუღლესთან, ანისთან ერთად 2კვირაა, რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ. ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობოდა საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია”, – წერს გამსახურდია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება