სახეზე გვაქვს, ერთ დროს დიდი პარტიის დაშლის ბუნებრივი პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ნორმალური პოლიტიკური დღის წესრიგის, ნორმალური პოლიტიკური იდეოლოგიის შექმნა და უარი ვერ თქვა შურისძიებაზე, რევოლუციასა და იმ მანკიერებაზე, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამჯერად საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.