fbpx

ირაკლი ლატარია: ძალიან მწყდება გული, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩს თურმე 3 საათი ხვდებოდა და დეგნანი 4 თვე სიმართლეს გვიმალავდა

რატომ შეხვდა პოლიტიკიდან წასულ ადამიანს? რაზე ისაუბრეს? თუ ამ შეხვედრას გვიმალავდა, სხვა რამ როგორ დავიჯეროთ ქალბატონი ელჩის? რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილს არ პატიობენ საქართველოს უანგარო სიყვარულს – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ, სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.

„ აბა არაო? აბა იგონებენო? აბა ჭორებს მიგდებენო? რა არის ეს? ძალიან მწყდება გული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თურმე 3 საათი შეხვდა და 4 თვე სიმართლეს გვიმალავდა. ახლა კი ყველაზე მთავარი: რატომ შეხვდა პოლიტიკიდან წასულ ადამიანს? რაზე ისაუბრეს? თუ ამ შეხვედრას გვიმალავდა, სხვა რამ როგორ დავიჯეროთ ქალბატონი ელჩის? რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილს არ პატიობენ საქართველოს უანგარო სიყვარულს – არამც და არამც!!!“ – წერს ლატარია facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება