fbpx

ირაკლი ლატარია მამუკა მდინარაძის მიმართვაზე აშშ-ს საელჩოსთვის: თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით მოსამართლეებს სანქციებიო… ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას – თუ ხარ სახელმწიფო

დიახაც.. !!! თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო… ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას – თუ ხარ სახელმწიფო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ.

ექსპერტის თქმით, საქართველო ამერიკას თავს არ დაუხრის, რადგან ორივე არის ჯერ სახელმწიფო და შემდეგ მეგობრები და თუ სადმე გადაცდომაა, ამაზე რეაგირებას მოითხოვს ჩვენი ქვეყანა.

„დიახაც.. !!!
თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო… ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას – თუ ხარ სახელმწიფო.
კი ბატონო, ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერში თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ თუ ვხედავთ სადმე გადაცდომას – თუნდაც თქვენი მხრიდან, მოვითხოვთ რეაგირებას… დაახლოებით ამ პათოსით ისაუბრა მამუკა მდინარაძემ და მაგრად მესიამოვნა
თავს არ დაგიხრით, იმიტომ რომ ორივე ვართ ჯერ სახელმწიფოები და შემდეგ მეგობრები – ასეთი პოზიციები ძალიან მეამაყება.. “, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება