ირაკლი კობახიძის თქმით, ეს რეფერე ნდუმი გადაწყდება მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებუ ლი სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლო ბაში

„რაც შეეხება რეფერენდუმს ომსა და მშვიდობას შორის, ესაა ფაქტებით დადასტურებული რეფერენდუმი. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, თითქმის 4 წლის განმავლობაში, მიდის გამუდმებული ბრძოლა მშვიდობის დასაცავად ამ ქვეყანაში. სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დახურულ კარს მიღმა რას გვთხოვდნენ, ამას არ ვიტყვი, მაგრამ  საჯაროდ რომ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, საჯაროდ რომ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და ა.შ. ეს როგორ შეიძლება აიხსნას სხვანაირად. როგორ შეიძლება სხვანაირად აიხსნას ლომჯარიას და გიგაურის, ჭიაბერაშვილის, უსუფაშვილის და სხვების განცხადებები, ეს ხომ ძალიან ნათელი დილემაა, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დადგება და რა თქმა უნდა, ეს რეფერენდუმი გადაწყდება კიდევ ერთხელ მშვიდობის სასარგებლოდ, ვინაიდან ქართველ ხალხს აქვს დაგროვებული სათანადო ცოდნა მთელი ამ წლების განმავლობაში,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება