fbpx

ირაკლი კობახიძე ISFED-ზე – როდესაც ასეთ გაყალბებაში გამხელენ, მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, გაყალბებიდან ერთი წლის თავზე ისინი დადგნენ პირდაპირ სცენაზე პოლიტიკური მოთხოვნებით

როდესაც ასეთ გაყალბებაში გამხელენ, მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, გაყალბებიდან ერთი წლის თავზე ისინი დადგნენ პირდაპირ სცენაზე პოლიტიკური მოთხოვნებით – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორებისთვის ცუდად უნდა გამოჩენილიყო პი ვი ტი-ს გაყალბებაც და მათი სცენაზე დგომაც.
„შეგახსენებთ, ერთი რომ პი ვი ტი გააყალბეს და 2,4%-ით ნაკლები დაგვიწერეს, მერე აღიარეს, რომ ეს იყო გაყალბება, მეორე – აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ნეგატიური დისბალანსი იყო თითქოს 8% და აქედან იანგარიშეს, რომ ცდომილება შეიძლება ყოფილიყო 4,8%. მაგალითად ნაცმოძრაობის ერთერთი ტელევიზია პირდაპირ გამოდიოდა, უმატებდა 2,4-ს 4,8-ს, ჯამში გამოდიოდა 7%-ზე მეტი და ამბობდა, რომ ჩვენ ავიღეთ არა 48% არამედ 41%. ამას ამბობდნენ ისინი სწორედ ISFED -ზე დაყრდნობით. ეს თუ მცირე ცდომილებაა, მე შეგახსენებთ, რომ 7% საბოლოო ჯამში არის დაახლოებით 150 ათასი ხმა. ანუ 150 ათასი ხმა შეეშალა ISFED – ს და ეს არის თურმე მცირე ცდომილება. ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ. ISFED – მა გააყალბა რეალურად 150 ათასი ხმის ტოლფასი მონაცემები, აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასება ამ ორგანიზაციის მიმართ არის ცხადი. ამის შემდეგ, როდესაც ასეთ გაყალბებაში გამხელენ, მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყო მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში და ერთი წლის თავზე ამ გაყალბებიდან ისინი დადგნენ პირდაპირ სცენაზე პოლიტიკური მოთხოვნებით.
ყველაფერი ნათელია ISFED დაკავშირებით, მათი ადგილი ვერ იქნება იმ სამუშაო პროცესში, რომელშიც უნდა იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ უნდათ პარტია ჩაერთონ, მაშინ თქვან, რომ არიან პარტია და კი ბატონო, პარტიებისთვისაც არის გახსნილი სამუშაო პროცესები, ოღონდ ჯერ პარლამენტში აჩვენონ საპარლამენტო არჩევნების შედეგები“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება