fbpx

ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე – ეს არის კანონპროექტი და არა კანონი, ჯერ მიღებულია მხოლოდ ერთი მოსმენით, ხშირად კანონსაც უწოდებენ, აქაც მანიპულირებენ

ნებისმიერი კანონპროექტი, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, მიიღება სამი მოსმენით. ჯერ არის მიღებული მხოლოდ ერთი მოსმენით, ეს არის კანონპროექტი და არა კანონი, ხშირად კანონსაც უწოდებენ, აქაც მანიპულირებენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სამართლებრივად არის ყველაფერი სუფთად, სწორედ იმიტომ გაიგზავნა წელში გამართულად დოკუმენტი ვენეციის კომისიაში.
ჯერ კიდევ დაახლოებით ორი კვირის წინ გამოცხადდა ვენეციის კომისიაში ამ დოკუმენტის გაგზავნის თაობაზე, დოკუმენტი მიღებულია მხოლოდ პირველი მოსმენით და ესეც შეიძლება ბევრისთვის გაუგებარი იყოს, რას ნიშნავს. ყველასთვის განვმარტავ, რომ ნებისმიერი კანონპროექტი, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, მიიღება სამი მოსმენით. ჯერ არის მიღებული მხოლოდ ერთი მოსმენით, ეს არის კანონპროექტი და არა კანონი, ხშირად კანონსაც უწოდებენ, აქაც მანიპულირებენ. ეს არის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი და ჩვენ სწორედ იმიტომ ვაგზავნით წელში გამართულად ამ დოკუმენტს ვენეციის კომისიაში, რომ სამართლებრივად არის ყველაფერი სუფთად.
თუ საუბარია რაღაცასთან არათავსებადობაზე, ეს პოლიტიკური ვერ იქნება ვერც ევროკავშირის მხრიდან, აქ რაღაცასთან უნდა იყოს წინააღმდეგობაში. ამბობენ ხოლმე ხან ლუქსემბურგის სასამართლოს, ხან სტრასბურგს, სინამდვილეში ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი ყველაფერთან თავსებადია და თუ სამართლებრივად თავსებადია ყველაფერთან, ევროკავშირის პრინციპებთან, მაშინ ვერავითარი უარყოფითი პასუხი ვერ იქნება.
ჩვენ სამართლებრივად ვართ წელში გამართული და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად ვართ წელში გამართული, იმიტომ, რომ მივყვებით საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის მხედველობაში ვიღებთ 78-ე მუხლსაც, ეს რომ ასე არ იყოს, არც ვენეციის კომისიაში გაიგზავნებოდა ეს დოკუმენტი – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება