fbpx

ირაკლი კობახიძე – ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით

გამართლდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რეალურად არავითარი ლოგიკა არ იდგა ცაიტნოტის უკან. ეს ექვსთვიანი ცაიტნოტი უპრეცედენტო იყო თავისთავად, არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არ ყოფილა დადგენილი არასდროს, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატთან ასოცირებულ ქვეყნებს და ჩვენ შემთხვევაშიც გაუგებარი იყო, რატომ იყო 6 თვიანი ვადის დადგენის საჭიროება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიზემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, უჯობესია მოხდეს ადრე. საუბარია 2023 წელზე, როდესც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია.

„როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკავშირმა, ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს. არაფერი დაგვიკარგავს, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, უჯობესია მოხდეს ადრე. საუბარია 2023 წელზე, როდესც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ, რომ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ 2 წელიწადში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს არის გათვალისწინებული სტანდარტული პრაქტიკით. როგორც წესი ასე ხდება – რაღაც დონეს აღწევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ამის შემდეგ შეგაქვს განაცხადი და 2 წელიწადში დაახლოებით, კარგი პრაქტიკა ასეთია, იღებ კანდიდატის სტატუსს. ასეთი იყო გეგმა, 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება, თუმცა, ხედავთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში დაჩქარდება. ანუ, საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია“ – განაცადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ზუსტად ასეთივე 12 პუნქტი ევროკავშირმა დაუდგინა მოლდოვასაც და უკრაინასაც.
„აბსოლუტურად იდენტურია ვითარება. შინაარსობრივი არსებითი განსხვავება არ არის. ზუსტად იგივე პუნქტები დაუდგინა, იდენტური მოცულობის და რაოდენობის ევროკავშირმა მოლდოვას და უკრაინას, განსხვავება ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. იმ შემთქვევაში, თუ უკრაინა და მოლდოვა იმ პუნქტებს არ შეასრულებენ, შეიძლება გადაიხედოს მათი სტატუსი, ეს არის ერთადერთი განსხვავება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება