fbpx

ირაკლი კობახიძე: ჩვენ თუ ჩავერთვებოდით ომში, აპრიორი, მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. მაგრამ, აქ კითხვა უნდა დაისვას – გვიღირდა თუ არა

,,როდესაც შესთავაზეს უკრაინას განაცხადის შეტანა, პირდაპირ ითქვა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ ომის მდგომარეობის გამო გააკეთეს ეს. ეს ერთი. და მეორე, როდესაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იქაც ითქვა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას აუცილებლად უნდა მინიჭებოდა ეს სტატუსი,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ – ის ეთერში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ საქართველო ჩაერთვებოდა ომში, მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, გვიღირდა ეს, თუ არა ამად, ამ საკითხზე უნდა დაისვას კითხვა. მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ 2023 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

,,აქედან, შეგვიძლია, მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანოთ, რომ რადგან უკრაინა ომში იყო და ამის გამო აპრიორი მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენც რომ ვყოფილიყავით იგივე მდგომარეობაში, ჩვენც მოგვენიჭებოდა. საინტერესოა შემდეგ, როგორ შემოატრიალეს ეს ლოგიკა. ანუ, საუბარი იყო იმაზე , რომ თუ ომში ჩავერთვებოდით, ჩვენ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ , შეაბრუნეს ეს განცხადება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვენიჭება ჩვენ კანდიდატის სტატუსი, თუ ომში ჩავერთვებოდით. ეს არის, უნარ-ჩვევების ენაზე რომ ვისაუბროთ, მარტივი მანიპულაცია, რომელიც სინამდვილეს თავდაყირა ატრიალებს, რასაც ჩვენ ნაცმოძრაობის ლიდერებისგან და მათი მედია საშუალებებისგან მიჩვეულები ვართ. მაგრამ საქმე არის ერთ რამეში, ჩვენ თუ ჩავერთვებოდით ამ ომში , რა თქმა უნდა, აპრიორი მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და აქ კითხვა უნდა დაისვას, გვიღირდა თუ არა, ეს ყველაფერი ამად. ეს ერთი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ომში ჩართვის პირობებში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივად მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება