fbpx

ირაკლი კობახიძე – ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“

ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“. ეს არის სწორი მორალური საქციელი, გავათავისუფლეთ იმ უბედურებიდან, სადაც იყვნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია გადაბირებაც მათ შორის, შენ ადამიანს არწმუნებ, რომ გახარია არის ლუზერი და შენთან უნდა დაბრუნდეს.
მისივე თქმით, თუ რამე ამორალურია, პოლიტიკაში არის სწორედ ნაცმოძრაობის და გახარიას კოალიცია.
„გახარიას რომ გაყავდა „ქართული ოცნებიდან“ წევრები, ეს გადაბირება იყო. პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია გადაბირებაც მათ შორის, შენ ადამიანს არწმუნებ, რომ გახარია არის ლუზერი და შენთან უნდა დაბრუნდეს. ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ გახარია არის ლუზერი და დავაბრუნეთ ისინი „ქართულ ოცნებაში“ ეს არის სწორი მორალური საქციელი, პირიქით, გავათავისუფლეთ იმ უბედურებიდან სადაც იყვნენ. გახარიამაც გადაიბირა. პოლიტიკაში ხალხის დარწმუნებაა მთავარი ამოცანა, მათ შორის სხვისი პარტიის წევრების. როგორც გახარია არწმუნებდა არჩევნებამდე ვიღაცეებს, რომ გადასულიყვნენ მის პარტიაში, ჩვენთან ვერ ხვდებოდნენ სიაში. რეალურად 4 მუნიციპალიტეტია, სადაც ნაცმოძრაობამ და გახარიამ შექმნეს კოალიცია. გადაბირებას რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკაში მიღებული მეთოდი, მიუღებელ მეთოდებს ჩვენ არ ვიყენებთ. ამის გამოა სწორედ, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში დღეს არის შემდგარი ნაცმოძრაობის და გახარიას კოალიცია. მანამდე ერთი მეორეს უწოდებდა თვალთხარიას, ის ამას კრიმინალს, თუ რამე ამორალურია, პოლიტიკაში არის სწორედ ეს, ნაცმოძრაობის და გახარიას კოალიცია. კოალიციას ალაგებ, მუშაობ დეპუტატებტან ინდივიდუალურად, თვთმმართველობის დონეზე მითუმეტეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მასე ჩვენი სიით არჩეული 5 კაცი გაიყვანა გახარიამ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება