fbpx

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ევროპელ პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა მხარე იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან

ჩვენს ევროპელ პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შევეხეთ ცხრა პრიორიტეტს. თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი. გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე, გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით. ვეტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. ვეტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით, არა მხოლოდ ფორმალურად, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მით უმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო. ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე  “, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება