fbpx

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის 55%-ის მიღება საპარლამენტო არჩევნებში – ჩვენი პრინციპული ამოცანაა კოლექტიური ნაცმოძრაობა საბოლოოდ დავასრულოთ

ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის 55%-ის მიღება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში – ჩვენი პრინციპული ამოცანაა ჩვენი შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და საბოლოოდ დავასრულოთ კოლექტიური ნაცმოძრაობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კიდევ უფრო მეტად გვჭირდება, თუნდაც იმ ძალიან მაღალი ციფრების გაუმჯობესება, რომელიც დღეს არის დაფიქსირებული. ჩვენ 55%-ს არ დავჯერდებით, გვჭირდება უფრო მაღალი ციფრები. ჩვენი კამპანია იქნება თვისებრივად პოზიტიური. ჩვენ არსებითად ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ დაგვჭირდება საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, ვინ არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, ამასაც გავაკეთებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება