ირაკლი კობახიძე -ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის  მასშტაბით, რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე  ბევრად მეტს მიიღებს

ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად  მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე  განუცხადა, სადაც არჩევანი გააკეთა.

პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა  საკრებულოში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა.

„რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად  60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს  პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს  მიიღებს და როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე  მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64 64-ზე – 64 მერი და 64  საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება