fbpx

ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებზე – “ნასედკები” იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან – უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო “დავერბოვკებული”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების ნაწილი „ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან“.

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რაის ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული.

ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დავერბოვკებული კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება