fbpx

ირაკლი კობახიძე – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს „ნაცმოძრაობა“, რაც არის ერთადერთი გზა მათ შორის პოლარიზაციის შემცირებისკენ

რაც უფრო ძლიერია ხოლმე „ნაცმოძრაობა“, მით უფრო მეტი ზიანი ადგება სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს „ნაცმოძრაობა“, რაც არის ერთადერთი გზა მათ შორის პოლარიზაციის შემცირებისკენ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“.

„რომ გაიხსენოთ ეტაპები, ჩვენი ქვეყნის განვითარების, ბოლო 20 წლის განმავლობაში, როცა იყო ძლიერი „ნაცმოძრაობა“, მეტი პრობლემა ექმნებოდა ხალხს და სახელმწიფოს, მათ შორის, როცა ისინი იყვნენ ძალაუფლების ზენიტში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყველაზე მეტი რეკეტი, პატიმრების წამება და ა.შ. იყო სწორედ მაშინ. ოპოზიციაშიც, როდესაც მოძლიერდებიან ხოლმე, მაშინ ექმნება მეტი პრობლემა ქვეყანას, იგივე არეულობები და ა.შ. ანუ, პირდაპირი ურთიერთდამოკიდებულებაა „ნაცმოძრაობის“ ოდნავ მოღონიერებასა და ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს შორის. ეს არის ძალიან ცუდი მოცემულობა, რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა ქვეყნის განვითარებისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ არ არსებობდეს და ამის მაგივრად არსებობდეს მთლიანად ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასუსტდეს „ნაცმოძრაობა“ რაც არის ერთადერთი გზა მათ შორის პოლარიზაციის შემცირებისკენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება