fbpx

ირაკლი კობახიძე ქოლ-ცენტრებზე – კვალი მიგვიყვანს იმ პირამდე, რომელიც უკავშირდება პირდაპირ „ნაცმოძრაობას“

ირაკლი კობახიძე ქოლ-ცენტრებზე – კვალი მიგვიყვანს იმ პირამდე, რომელიც უკავშირდება პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით არის ეჭვები, რომლებსაც მივყავართ „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ წარმომადგენლებამდე, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებულები არიან „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან – განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ოპოზიციას აქცენტების გადატანა უნდა “ ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირიდან სხვა პირებზე, რაც ძალიან იაფფასიანი სპეკულაციაა. „რაც შეეხება ქოლ-ცენტრებს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამაზე დაიწყო საუბარი კონკრეტულმა მედია საშუალებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ არის ეჭვები, რომლებსაც მივყავართ „ნაცმოძრაობის“ კონკრეტულ წარმომადგენლებამდე, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებული არიან „ნაცმოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან. ამაზე პასუხი ოპოზიციის მხრიდან არის, რომ უნდათ აქცენტების გადატანა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირიდან სხვა პირებზე, რაც ძალიან იაფფასიანი სპეკულაციაა. გამოძიება უნდა დაიწყოს და ალბათ დაწყებულიც არის, მე მგონია, რომ კვალი მიგვიყვანს იმ პირამდე, რომელიც უკავშირდება პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება