fbpx

ირაკლი კობახიძე ქოლ-ცენტრების საქმეზე: პროკურატურას ჰქონდა დაწყებული გამოძიება და ეს გამოძიება წარმატებით მიმდინარეობდა გერმანელ კოლეგებთან ერთად – შესაბამისად, საუბრები საგამოძიებო კომისიებზე ცარიელი სპეკულაციაა

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პროკურატურა ჩართული იყო გამოძიებაში და უფრო მეტიც, სწორედ მისი თანამონაწილეობით, გერმანელ კოლეგებთან ერთად, გაიხსნა ეს საქმე. აქედან გამომდინარე, ცარიელი სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს, რაღაც არ იცოდა ქართულმა მხარემ, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გახარიას გუნდის ინიციატივას ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ბიბისი“-ზე ფილმის გასვლამდე, საქართველოს პროკურატურამ სწორედ ამ დანაშაულთან დაკავშირებით ჩაატარა ბრიფინგი. რაც შეეხება ქოლ-ცენტრების საქმეში რატი ალექსიძის ფიგურის შემოყვანის მცდელობას, „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ეს ისრების გადატანის მორიგი მცდელობაა.

„მე ყველას მინდა შევახსენო, რომ ვიდრე ბიბისი-ზე გავრცელდებოდა სიუჟეტი კეზერაშვილთან დაკავშირებით, მანამდე, საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა ბრიფინგი გერმანელ კოლეგებთან ერთად, სწორედ ამ დანაშაულის შესახებ, აქედან გამომდინარე, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს პროკურატურა ჩართული იყო გამოძიებაში და უფრო მეტიც, სწორედ მისი თანამონაწილეობით გერმანელ კოლეგებთან ერთად, გაიხსნა ეს საქმე. აქედან გამომდინარე, ცარიელი სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს, რაღაც არ იცოდა ქართულმა მხარემ. ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი ქართულმა მხარემ და უფრო მეტიც, პროკურატურას ჰქონდა დაწყებული გამოძიება და ეს გამოძიება წარმატებით მიმდინარეობდა – სწორედ ამას მიეძღვნა თავის დროზე ბრიფინგი. შესაბამისად, საუბრები საგამოძიებო კომისიებზე და ა.შ. ცარიელი სპეკულაციაა. კარგად ჩახედონ იმ ბრიფინგის შინაარსს, რომელიც ჩაატარა პროკურატურამ დაახლოებით სამი თვის წინ.
მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს ადამიანი [რატი ალექსიძე] არის დაკავშირებული მეგობრული ურთიერთობებით კეზერაშვილის საახლობლო წრესთან და ისრების გადატანა სხვა მიმართულებით არასწორია – ეს არის ცარიელი სპეკულაცია.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება