fbpx

ირაკლი კობახიძე „ფორმულაზე“: ადამიანი, რომელიც იღებს ფულს ამ ტელევიზიიდან, მიდის ერთგვარ მორალურ კომპრომისზე იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფული და ამ ფულთან ნებისმიერი შეხება პირდაპირ მორალთანაა დაკავშირებული

„ფორმულასთან“ ნებისმიერი ტიპის კავშირი ნიშნავს გარკვეულ კომპრომისს მორალთან იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც იღებს ფულს, ხელფასის თუ ნებისმიერი სხვა ფორმით ამ ტელევიზიიდან, მიდის ერთგვარ მორალურ კომპრომისზე იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც ნაშოვნია ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის ხარჯზე, ბიზნესის რეკეტიდან, პენსიონერების ძარცვიდან, ჯარის ძარცვიდან და ამ ფულთან ნებისმიერი შეხება პირდაპირ მორალთანაა დაკავშირებული- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემაში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ დავით კეზერაშვილის განცხადების შესახებ ისაუბრა, სადაც კეზერაშვილი უარს ამბობს ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

კობახიძის შეფასებით წილების გადაცემა არაფერს ცვლის, იმდენად უსუსურია ასეთი ნაბიჯები კომენტარიც შეიძლება არ ღირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, მთავარია ვინ აფინანსებს უწყვეტ რეჟიმში ამა თუ იმ ტელევიზიას.

„წილების გადაცემა არაფერს არ ცვლის. ინტელექტი რომ არა აქვთ ამ ადამიანებს ყველაფრიდან ჩანს. იმდენად უსუსურია ასეთი ნაბიჯები კომენტარიც შეიძლება არ ღირდეს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მთავარია ვინ აფინანსებს უწყვეტ რეჟიმში ამა თუ იმ ტელევიზიას. ფორმულა, ყველამ ვიცით რომ საკუთარი სახსრებით ვერ არსებობს, მათ აქვთ მიზერული სარეკლამო შემოსავლები იქიდან გამომდინარე, რომ არიან ერთ პროცენტიანი ტელევიზია. შესაბამისად, მათ სჭირდებათ მუდმივი, მრავალმილიონიანი სუბსიდირება ყოველწლიურად. საბოლოო ჯამში, მთავარია ვინ ჩადებს ფულს. ფულს არ ჩადებენ რა თქმა უნდა ტელევიზიის თანამშრომლები ყოველწლიურად. ამ ტელევიზიაში სისხლიან ფულს კვლავაც ჩადებს კეზერაშვილი. აქედან გამომდინარე, ვერავის ვერ მოატყუებენ ასეთი გადათამაშებით. “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება