fbpx

ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე: დღესავით ნათელია, რომ მათ პირდაპირ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც წარმატებული ვერ იქნება


ზელენსკი პირდაპირ ჩართული იყო და ამ სიაზე მისი ხელმოწერაა. შეგახსენებთ, რომ მარტშიც ზელენსკის ხელმოწერით გაიწვიეს ელჩიც, ამიტომ ეს არ წყდება მარტივი, სააკაშვილი და არახამიას ზარების დონეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე გადაცემაში „იმედი LIVE“განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს.

„არის რაღაც კოორდინაცია, ამ კოორდინაციის უკან რა დგას ამაზე რაღაც მიზეზების გამო ბევრს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც კოორდინაცია არსებობს მეორე ფრონტის იდეის გარეშემო. ბევრი დეტალი ვიცით, მაგრამ ამ დეტალებში არ შევალთ, რადგან რაღაცებს უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ არის ფაქტი, რომ ვიღაცებს სურთ მეორე ფრონტი, რასაც არ მალავენ და პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ამბობენ: რომ უნდა შევიდეთ ცხინვალში, სოხუმში, გავხსნათ მეორე ფრონტი. ამას ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. დღესავით ნათელია, რომ მათ პირდაპირ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც წარმატებული ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს სანქციები დაწესება. განკარგულებას პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება