ირაკლი კობახიძე – სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა  აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით,რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან, განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.  

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით  გზამკვლევზე  დაყრდნობით,  რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. 

საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება