ირაკლი კობახიძე-საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი  შესაძლებლობების ათვისებაზე

მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის   მთავრობათაშორისი  კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე.

„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის  მთავრობათაშორისი  კომისიის მე-15 სხდომას თანა-თავმჯდომარის რანგში. ჩვენი ქვეყნების დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსიები  გავმართეთ ეკონომიკური  თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება