fbpx

ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო არჩევნების შედეგ ორი კონკრეტული ამოცანა ჰქონდა საბოტაჟს – რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება

ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო არჩევნების შედეგ ორი კონკრეტული ამოცანა ჰქონდა საბოტაჟს – რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება და სასამართლო სისტემაში შეღწევა ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა, ამ წლინახევრის განმავლობაში – ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. სხვა „დანაშაული“ ჩვენ არ მიგვიძღვის. ერთი, რომ არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი და არც მეორე არ იყო დასათმობი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მათ ვერ მიიღეს. მისივე თქმთ, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისთვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში და ძალიან კარგად გვახსოვს ნაცმოძრაობის გავლენა სასამართლოზე. „ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა ნაცმოძაობისთვის პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე – პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისთვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით. ეს გახდა საბოტაჟის ნაწილი. შეტანილი იქნა შესაბამისი პუნქტები მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმებაში ამ საბოტაჟის საფუძველზე. ამას მოყვა გარკვეული გაგრძელებები, რაც არ იყო ასახული 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ შემოთავაზების დონეზე გაჟღერდა სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები უნდა იყვენენ არჩეული 2/3-ის უმრავლესობით ან იუსტიციის საბჭოში როცა ტარდება კენჭისყრა, მოსამართლეები უნდა იყვნენ ნომინირებული ორჯერ 2/3 -ის უმრავლესობით. აქ იგულისხმება მოსამართლე წევრების 2/3 პლიუს არამოსამართლე წევრების 2/3 და იქაც ოპოზიციაა ჩართული არამოსამართლე წევრების არჩევაში. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც შენ გაქვს დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება სხვათა შორის, ასეთ დროს ოპოზიციას ლოგიკურად შეყავს თავისი წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში. ეს იყო მათი რეალური ამოცანა და მიზანი. ნაცვლად იმისა, რომ ჩატარებულიყო კონკურსის საფუძველზე პროცედურა და ჯანსაღი პროცესის საფუძველზე შერჩეულიყვნენ მოსამართლეები აქ წავიდოდა ჩვეულებრივი ვაჭრობა ოპოზიციის მხრიდან იმისათვის, რომ მათ შეეყვანათ სისტემაში საკუთარი მოსამართლეები და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რას ნიშნავს ნაცმოძრაობის მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, უფრო სწორად ნაცმოძრაობის გავლენა პირდაპირ სასამართლო სისტემაზე. წარმოიდგინეთ, მაგალითად უზენაეს სასამართლოში დღეს ნაცმოძრაობას რომ ჰყავდეს 6-7 მოსამართლე, ან სააპელაციო სასამართლოში რომ ჰყავდეს რაღაც რაოდენობის მოსამართლეები პირველ ინსტაციის სასამართლოებში, ეს გამოიწვევდა სრულ კატასტროფას. ერთი უსამართლო ქეისით შეგიძლია მთელი აფეთქება გამოიწვიო, გახსოვთ კონკრეტული სასამართლოს ქეისები, რამაც გამოიწვია აფეთქება. იქაც გარკვეული ეჭვები გვქონდა, რა და როგორ მოხდა, თუმცა დეტალებში აღარ შევალ წარსულს ჩაბარდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება სასამართლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოში თუ გყავს შენი ხალხი, რაც ჰყავდათ მათ 2015 წლამდე, მაშინ ვერ მოახერხეს ამის ბოლომდე ეფექტურად გამოყენება, თუმცა რაღაცეები იყენებდნენ. ჯერ კიდევ კუბლაშვილი იყო მათი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2015 წლამდე თუ არ ვცდები. მათ ჰყავდათ თბილისის საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე საკუთარი კადრი და ა.შ. იგივე უნდოდათ უფრო დიდი მასშტაბით. ეს ნიშნავს მთლიანად სასამართლო სისტემის პოლიტიზებას, რაც ბუნებრივია, სერიოზულ რისკებს უქმნიდა მთლიანად ხელისუფლების სისტემას და საბოტაჟის ახალი რისკები იქმნებოდა, რაც ძალიან მარტივი სქემა იყო. საბოტაჟი პარლამენტში, ამის საფუძველზე შეგაქვს გარკვეული პუნქტები 19 აპრილის შეთანხმებაში, მერე ამას აკონკრეტებ ამ ფორმით, რომ ოპოზიციამ თავისი წილი უნდა მიიღოს სასამართლოს ფორმირებაში და შესაბამისად იღებ ძალიან მძიმე სურათს. ჩვენ ამოცანა არ არის, რომ ჩვენი ხალხი გვყავდეს სასამართლო სისტემაში, ჩვენი ამოცანაა, ჯანსაღი პროცედურის საფუძველზე შეირჩნენ მოსამართლეები. იქ არის ძალიან კონკრეტული ინტერესი, რომ ვაჭრობით გამოივაჭრონ თუნდაც რამდენიმე მოსამართლე უზენაესში და ა.შ. ანუ, კონკრეტული ორი ამოცანა ჰქონდა იმ საბოტაჟს, რაც ვიხილეთ ჩვენ საპარლამენტო არჩევნების შედეგ, ეს იყო რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება და ეს იყო სასამართლო სისტემაში შეღწევა. არც ერთი და არც მეორე არ იყო დასათმობი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მათ ვერ მიიღეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება