fbpx

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ ევროპაში გასაშვები

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, CBS NEWS-თან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს კომენტირებისას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ ევროპაში გასაშვები.
„როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთი გზავნილებით ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ გასაშვები ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება